Monday, June 22, 2009


4. როდოსის კოლოსი
ზუსტი ინფორმაცია ამ საოცრებაზე არ არსებობს. ცნობილია მარტო ის, რომ მდებარეობდა საბერძნეთში და სახელწოდებიდან გამომდინარე აღმართული იყო პორტის შესასვლელში, კუნძულ როდოსზე. ის ორიენტირს წარმოადგენდა მეზღვაურებისათვის. სიმაღლე 31,2 მეტრი ჰქონდა.ჩვ. წ. აღ. 227-225 წწ-ში მოხდა მიწისძვრა და კოლოსი დაინგრა. ეგვიფტის მეფემ ფტოლემეი III-მ მის აღსადგენად გარკვეული თანხა გამოყო, მაგრამ როდოსელებმა უარი განაცხადეს მის აღდგენაზე. დაახლოებით 50 წელი არსებობდა როდოსის კოლოსი. (ნუ რათქმაუნდა ეს ინფორმაცია არ არის დაზუსტებული).

No comments:

Post a Comment